logo_geo
eng_logo
მანანა მაჩაბელი: მერაბი თითქოს წინასწარმეტყველი იყო თავის პოეზიაში...
- +

27 მაისი. 2016. 03:17


26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ეროვნული გმირის შემოქმედებითი ხასიათი ბევრისთვის არის ცნობილი. კოსტავა როგორც საზოგადო მოღვაწე, ასევე წარმატებული იყო ხელოვნებაშიც. წერდა უნიკალურ ლექსებს, უსმენდა კლასიკურ მუსიკას.


შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ფსიქოლოგი მანანა მაჩაბელი „რეპორტიორთან" მერაბ კოსტავას იხსენებს...




მერაბი გოგოებთან არასდროს ახსენებდა იმ მძიმე დღეებს, რაც მას გადასახლებაში და ციხეში ჰქონდა გამოვლილი. ერთად რომ ვიკრიბებოდით, უკვე მესამედ გამოსვლის შემდეგაც კი, მიუჯდებოდა როიალს, უკრავდა, ლექსებს ვამბობდით.

 

მახსოვს, ქეიფების შემდეგ კარგად შეზარხოშებულები მთაწმინდაზე რომ ავდიოდით. მერაბიც, ისევე როგორც მე, პოეზიის დიდი მოყვარული იყო. გიჟდებოდა გალაკტიონზე. თითქმის 12 წლიდან წერდა. ხანდახან მეც ვუკითხავდი ჩემს ლექსებს. ხან გალაკტიონის ძეგლთან ვდგებოდით, ხან ვაჟას ძეგლთან. წაგიკითხავთ ერთ ამონარიდს მისი ლექსიდან, რომელსაცგალაკტიონი" ჰქვია:


რომ ელვის მფრქვევი ლურჯა ცხენებით

ვინაც დასთრგუნა სიალფე ქარის,

ვისაც ლოკავდნენ ცეცხლის ენები

მას ვერ აქცევენ პოეტად კარის".


მერაბი თითქოს წინასწარმეტყველი იყო თავის პოეზიაში თავისი ცხოვრების. წაგიკითხავთ ერთ ამონარიდს ლექსიდან „თუ გიქადაგებ ქვეყნად ჰუმანიზმს", რომელიც იმ საშინელ ტანჯვამდე და იმ პერიოდამდე დაწერა, რაც ციხეში გადაიტანა.


თუ გიქადაგებ ქვეყნად ჰუმანიზმს

კიდევაც შესძელ ტანჯვის ატანა"...

 

ის ამ ტკივილებს მართლა იტანდა, ცარიელი სული იყო. როგორ გაუძლო მისმა ხორცმა ამას, როგორ გადარჩა, როგორ არ მოაწერა ხელი, რომ გამოეშვათ, რამდენიმე საათში შეიძლება ოჯახში ყოფილიყო... აი, კიდევ ერთი ამონარიდი მისი ლექსიდან:


იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს,

ფათერაკს მკერდით გადაუდექი.

მოძმეთ იმედი არ წარუხოცო

ადამიანო, იყავ უდრეკი,

იყავ უშიში, ვითა უხორცო".


პოეზიის დიდი მოყვარული იყო. ასევე უყვარდა მუსიკა. ძალიან უყვარდა მუსიკიდან ბეთჰოვენი და მოცარტი და პოეზიიდან - გალაკტიონი. თუმცა, ყველა ჩვენი პოეტი იცოდა და უყვარდა, მაგრამ კელაპტარი მისთვის გალაკტიონი იყო. მუსიკაში კი ბეთჰოვენი."- იხსენებს მანანა მაჩაბელი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner