უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატს ვლადიმერ ზელენსკის ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ხმების 71.4% აქვს. რაც შეეხება ზელენსკის ოპონენტს, პოროშენკომ ამ გამოკითხვაში მხოლოდ 28,6% აიღო. კვლევა რეიტინგის სოციალურმა ჯგუფმა, 5-10 აპრილს ჩაატარა.
გამოკითხულთა 10% საერთოდ არ აპირებს არჩევნებზე მისვლას. ზელენსკის თითქმის ყველა რეგიონში გამარჯვების შანსი აქვს, მას მხარს უჭერენ, როგორც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ასევე დედაქალაქში.
პოროშენკოს მხარდამჭერები ძირითადათ 50-დან 59 წლამდე ასაკის ხალხია. მოქმედი პრეზიდენტი პოპულარობას ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ინარჩუნებს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 3000 მოქალაქე, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.