„ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ახორციელებს ეროვნული და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის რეალური სიკეთე მოაქვს“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა.
„ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ახორციელებს ეროვნული და სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის რეალური სიკეთე მოაქვს“, ეს მისთვის არის მუდმივი პროცესი და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც არჩევნებს, არც პოლიტიკას და არც ნებისმიერ სხვა გარემოებას, ამიტომ არავის უნდა გაუკვირდეს, რომ საქართველოს კათლიკოს-პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილის შორის გამართულ შეხვედრაზე სწორედ ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე იყო საუბარი. იქნება ეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა, საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ლეგალური დასაქმება, სამების ტაძრის მოხატვა, თუ განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმები, თითოეული ეს პროექტი ეხება ჩვენს ოჯახებს, ჩენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს და სარგებელი თანაბრად აისახება ნებისმიერ მოქალაქეზე განურჩევლად მისი პოლიტიკური გემოვნებისა, ხედვისა, თუ არჩევანისა. ჩვენ ამ ნიშნით არ ვყოფთ საქართველოს მოქალაქეებს და არასდროს ვიკადრებთ ამას.
ამის ფონზე, სამწუხაროდ უკვე აღარ მიკვირს, რომ დაბოღმილი ადამიანები მზად არიან, გამოირჩენ უტიფრობით და მაინც დაიწყონ კრიტიკა, გამოვიდნენ უსამართლო ბრალდებებით, ტალახის სროლით სცადონ ფონს გასვლა. მე ვფიქრობ, რომ ეს უპასუხისმგებლოსთან ერთად უღირსი საქციელია, რადგან სიკეთე რომელიც რჩება, ერთნაირად გვეკუთვნის ყველას, მათ შორის მათ ოჯახებსაც. ამიტომ, როგორც არ უნდა დაკარგონ სახე ჩვენმა ოპონენტებმა, ეს მხოლოდ მათ პოლიტიკურ მდგომარეობაზე აისახება ნეგატიურად, ბიძინა ივანიშვილი კი ისევ ისე გააგრძელებს ჩვენს სამშობლოზე, ეკლესიაზე და ქართულ კულტურაზე ზრუნვას, როგორც ამას მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.