პოლიტანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას შემდეგი შეკითხვით მიმართავს: რისი გაკეთება შეეძლო მურუსიძეს და რა არ გააკეთა?
„პატივცემულნო, იქნებ იურისტებმა, წიგნიერმა და უწიგნურებმა, გამოცდილმა და გამოუცდელმა, სახელიანმა და უსახელომ, "ცნობადებმა", ანგაჟირებულებმა, უვერცხლოებმა, ელინებმა, წარმართებმა, იურისტმა ქალებმა და იურისტმა კაცებმა - ვინმემ გამცეთ პასუხი ამ კითხვაზე და აქვე დამიკომენტოთ - რისი გაკეთება შეეძლო მურუსიძეს და რა არ გააკეთა?
უბრალოდ, გასაგებად ავხსნათ თუ შეიძლება. მადლობა წინასწარ!“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.