საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა "ოპიზარში" გაიმართა ანზორ თოდრიას პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერწერული ტილოები, შერეული ტექნიკა. საინტერესოდ იყო გადაწყვეტილი სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები: რელიგიური, ქართველი პოეტების პორტრეტები, პეიზაჟები და სხვა.
ანზორ თოდრიას ნამუშევრებში გამოყენებული რეალური მასალები შერწყმულია ფერწერასთან, ქმნის ერთ მთლიანობასა და სივრცეს, რაც თითოეულ ნამუშევარს მეტად მიმზედვალს, განსაკუთრებულს ხდის.