logo_geo
eng_logo
შალვა ოგბაიძე: სააკაშვილმა ტერაქტი განახორციელა თანამოქალაქეებზე!
- +

27 მაისი. 2016. 03:19


2011 წლის 26 მაისის აქციაში მონაწილე პირები ყოველწლიურად იკრიბებიან თავისუფლების მოედანზე, სადაც მოხდა მათი დარბევა მაშინდელი მმართველი გუნდის „ნაციონალური მოძრაობის" მიერ. „რეპორტიორთან" საუბარში 5 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს აქციის მონაწილე, თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე.  


„26 მაისი ეს უბრალოდ კალენდარული დღე არ არის. 26 მაისი არის ერთგვარი კრებითი დღე და კრებითი მოვლენა პერიოდის, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი  ერქვა. ეს დაიწყო იმ პირველი შემთხვევიდან, როდესაც  სააკაშვილის დროს დაირღვა ადამიანის უფლება, როდესაც ადამიანი მოკლეს, როდესაც სისხლი დაიღვარა, იმის შემდგომ გრძელდება და გრძელდება ეს 26 მაისი. აპოთეოზი იყო 2011 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა ღიად, გახსნილად განახორციელა ტერორისტული აქტი თავისი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. „ნაციონალურმა მოძრაობამ"  განახორციელა ოპერაცია „ყულფი", რომ თავისუფლების მოედნიდან  არცერთი ადამიანი დაუზიანებელი არ გასულიყო. ჩვენს თვალწინ მოხდა  ორი ადამიანის დაღუპვა, რომელთა ცხედრებიც  შემოდეს სავაჭრო დაწესებულების სახურავზე. სავაჭრო ობიექტის მფლობელი  ოლეგ ჟვანია ციხეში მოხვდა იმის გამო, რომ არ მოუწერა ხელი დოკუმენტს, რომ მისი ობიექტის  მკვებავი ელექტროსადენი იყო დაზიანებული და  ხელშეკრული ადამიანები დამოუკიდებლად აძვრნენ სახურავზე და  დენის დარტყმამ იმსხვერპლა. ოლეგ ჟვანია სასტიკად დასაჯა სააკაშვილის მთავრობამ, მაგრამ ის არ გატყდა. საშინელი აპოკალიფსური სურათების შემქმნელმა ვანო მერაბიშვილმა მოედანზე დააგდო დაღუპული პოლიციელის ცხედარი, რომლის სიცოცხლეც სააკაშვილის რეჟიმის კისერზეა",- განაცხადა ოგბაიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner