logo_geo
eng_logo
ქუთაისში დაზიანებული წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს
- +

12 აპრილი. 2019. 00:18

 

ქუთაისში, გ.ბრწყინვალესა და მ.ასათიანის ქუჩების  კვეთაზე  დაზიანებული წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის ტექნიკური სამსახურის საავარიო  ჯგუფი რამდენიმე საათია  სამუშაოებს აწარემოებს, რათა მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლეს დროში აღუდგეს.

აღნიშნულ ქუჩებზე ძველი მილების დაზიანების შედეგად, წყლის დიდი ნაკადის დინებისა და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დატბორვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ქალაქის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდა.

 

სამუშაოების დასრულებისთანავე წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner