logo_geo
eng_logo
გიორგი შენგელია: ანაკლია-განმუხურის სანაპიროს რეაბილიტაციას 5 მილიონი ხმარდება
- +

12 აპრილი. 2019. 01:44

 

ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციაზე 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მოხდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები: მდინარე ენგურის შესართავთან არსებული კაფე-რესტორნის, ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის, ველობილიკების, სანაპირომდე მისასვლელი ბილიკების, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნების რეაბილიტაცია, დაირგვება მრავალწლოვანი მცენარეები და აღდგება სტიქიის მიერ დაზიანებული განუხურის ამფითეატრი.

 

„38 წელია ზუგდიდში ვცხოვრობ, აქ ვზრდი ჩემს 3 შვილს და ისე უნდა ვიცხოვრო, რომ არ შემრცხვეს თქვენთვის თვალებში შეხედვის. მე თქვენთან სუფთა ხელებით მოვდივარ და თქვენი დახმარებით შევძლებ დასახული მიზნების მიღწევას“, -  განაცხადა გიორგი შენგელიამ.

 

ასევე შეეხო , ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხებსაც: „ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, ზუგდიდში, „ახალგაზრდული სივრცე“ აშენდება , სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ თანამედროვე გარემოში იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. ზუგდიდში აშენდება ოლიმპიური აუზიც“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა  გიორგი (გეგა) შენგელიამ, განმუხურის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

 

ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრას  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია,  მერობის კანდიდატის მხარდამჭერი ირაკლი ჩიქოვანი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია ესწრებოდნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner