ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციაზე 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მოხდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები: მდინარე ენგურის შესართავთან არსებული კაფე-რესტორნის, ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის, ველობილიკების, სანაპირომდე მისასვლელი ბილიკების, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნების რეაბილიტაცია, დაირგვება მრავალწლოვანი მცენარეები და აღდგება სტიქიის მიერ დაზიანებული განუხურის ამფითეატრი.
„38 წელია ზუგდიდში ვცხოვრობ, აქ ვზრდი ჩემს 3 შვილს და ისე უნდა ვიცხოვრო, რომ არ შემრცხვეს თქვენთვის თვალებში შეხედვის. მე თქვენთან სუფთა ხელებით მოვდივარ და თქვენი დახმარებით შევძლებ დასახული მიზნების მიღწევას“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ასევე შეეხო , ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხებსაც: „ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, ზუგდიდში, „ახალგაზრდული სივრცე“ აშენდება , სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ თანამედროვე გარემოში იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. ზუგდიდში აშენდება ოლიმპიური აუზიც“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი (გეგა) შენგელიამ, განმუხურის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მერობის კანდიდატის მხარდამჭერი ირაკლი ჩიქოვანი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი დავით ქირია ესწრებოდნენ.