საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალციხესა და ახალქალაქს ეწვევა. პრეზიდენტი რეგიონში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, მცირე მეწარმეებს და მოსახლეობას 13-14 აპრილს შეხვდება.
პრეზიდენტი, ასევე ვიზიტის ფარგლებში მცირე საწარმოებს მოინახულებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რეგიონები განვითარდეს.