logo_geo
eng_logo
ზუგდიდში დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ აქტივისტს ბრალი წაეყენა, მეორე-გათავისუფლდა
- +

12 აპრილი. 2019. 02:29

 

„ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა მირანდა გოგოხიამ განუცხადა.

 

მისივე ინფორმაციით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და ის საკუთარ პოზიციას სასამართლოში დაფიქსირებს. მას ბრალი ადმიმისტრაციული სამართალწარმოებათა კოდექსის 161-ე და 173-ე მუხლებით წარედგინა.

 

რაც შეეხება ანა წითლიძეს, მან პოლიციის შენობა დატოვა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner