logo_geo
eng_logo
ახალ ხიბულაში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 1 მილიონ 700 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება
- +

12 აპრილი. 2019. 10:58

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში 2013 წლიდან დღემდე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 5 მილიონ 700 ათასი ლარი.

 

ახალი ხიბულა-ნარაზენის საავტომობილო გზის 5 კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია.  ღირებულება 2 მლნ. 246 ათასი ლარი;

 

ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 9.44კმ მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია;  ღირებულება 3.267 000 ლარი;

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა 200 ათასი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები.

 

ენერგო-პრო ჯორჯიამ განახორციელა სოფლის გამრიცხველიანება

 

მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება ორი მნიშვნელოვანი პროექტი: ახალი ხიბულა-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - 1 590 000 ლარი

 

სოფელ გაშფერდში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია - 194 000 ლარი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner