ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში 2013 წლიდან დღემდე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 5 მილიონ 700 ათასი ლარი.
ახალი ხიბულა-ნარაზენის საავტომობილო გზის 5 კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია. ღირებულება 2 მლნ. 246 ათასი ლარი;
ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 9.44კმ მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია; ღირებულება 3.267 000 ლარი;
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა 200 ათასი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები.
ენერგო-პრო ჯორჯიამ განახორციელა სოფლის გამრიცხველიანება
მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება ორი მნიშვნელოვანი პროექტი: ახალი ხიბულა-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - 1 590 000 ლარი
სოფელ გაშფერდში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია - 194 000 ლარი.