logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: ჯიშკარიანისა და შაქარიშვილის „ქართული ოცნებიდან“ წასვლა არ არის პარტიის დაშლა
- +

12 აპრილი. 2019. 11:42

„რა თქმა უნდა, ეს არ არის პარტიის დაშლა“, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი საკრებულოს დეპუტატების - ვახტანგ შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებას.

 

ცქიტიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

 

„ძალიან ვწუხვარ, რომ მათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა, ეს მათი არჩევანია და ყველა თავისუფალი ვართ საკუთარ არჩევანში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner