logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრების დაკავებაზე: ეს არ არის ოპონენტების დევნა...
- +

12 აპრილი. 2019. 11:55

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავება პოლიტიკური დევნა არ არის.

 

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ოპონენტების დევნა. როგორც შსს-მ განმარტა, ეს პირები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს და მგონი ერთ საათში და კიდევ უფრო ნაკლებ დროში გაათავისუფლეს. ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და პარტიის წევრები - ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. გიორგი პატარაია მალევე გაათავისუფლეს. ასევე გათავისუფლებულია ანა წითლიძე, ჩხეტია კი ამ დრომდე დაკავებულია.

 

როგორც შსს-ში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პოლიციელებს ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner