logo_geo
eng_logo
ვახტანგ ყოლბაიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
- +

12 აპრილი. 2019. 12:37

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია თანამდებობას ტოვებს.

 

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ყოლბაიამ წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. სავარაუდოდ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდება.

 

აღნიშნულ თემაზე „ინტერპრესნიუსი“ თავად ვახტანგ ყოლბაიას დაუკავშირდა. კითხვაზე: შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ ის დღეს წასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებს, ყოლბაიამ სააგენტოს შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა:

 

„ვინ წყარომ გითხრათ? იმას ჰკითხეთ, საიდან მოიტანა ეს ინფორმაცია. თანამდებობაზე მუდმივად არავინ არის. შეიძლება დღეს მოხდეს და არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ დროს და ვადას ნუ განმისაზღვრავთ, ეს ჩემი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

ვახტანგ ყოლბაიას თავმჯდომარედ დანიშვნას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების გარკვეული ნაწილი ეწინააღმდეგებოდა. სწორედ ამიტომ, ის 2013 წლიდან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner