logo_geo
eng_logo
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

27 მაისი. 2016. 10:30



შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული გიორგი დ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.



სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 19,096 გრ ჰეროინი და 0,45 გრ მეტადონის მარილი ამოიღეს.



გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner