logo_geo
eng_logo
„თალიბანმა“ ავღანეთში „გაზაფხულის თავდასხმების“ დაწყება გამოაცხადა
- +

12 აპრილი. 2019. 13:10

 

 

რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთში „გაზაფხულის თავდასხმების“ დაწყება გამოაცხადა. „Associated Press“-ის ინფორმაციით, თალიბებმა მიმართვა ხუთ ენაზე გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ საბრძოლო მოქმედებები ავღანეთში იქამდე გაგრძელდება, ვიდრე უცხო ძალები ქვეყანას არ დატოვებენ.

 

მიმართვაში ასევე ისმის მოწოდება, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი თავიდან უნდა იყოს არიდებული.

 

„თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებებს აშშ აწარმოებს. მხარეებმა მრავალწლიანი კონფლიქტის დარეგულირებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად „თალიბანის “და სხვა სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ ავღანეთში სამხედრო კამპანიას 2001 წლიდან ატარებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner