ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე დაშავდა.
ზოიძის განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ წევრებმა დაზიანებები სახის არეში მიაყენეს.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.
ბათუმის საკრებულოში დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ერთმანეთს სხდომაზე განცხადებების შემდეგ დაუპირისპირდნენ.