logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ჩვენი სურვილია, რომ მოსახლეობის კალათა შედარებით იაფი ენერგოგენერაციის წყაროებით იყოს უზრუნველყოფილი
- +

12 აპრილი. 2019. 14:49

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას განმარტებით, დაწყებულია ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესი, სადაც გამოყენებული იქნება  ლიბერალური და ეტაპობრივი მიდგომები იმისთვის, რომ პროექტმა მეტი სიკეთე შექმნას.

 

„ბაზრის გახსნის პირველი ეტაპი დაიწყება ამ წლის მაისიდან,  როდესაც მომხმარებლების ნაწილი - მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლები გავლენ თავისუფალ ბაზარზე. მათ ჩვენ ვთავაზობთ ახალ მექანიზმებს და მხარდამჭერ ღონისძიებებს, რომ პროცესი იყოს ნაკლებად საგრძნობი და ამავდროულად, მოგვეცეს საშუალება, მეტი მოქნილობა გვქონდეს მოსახლეობასთან და მათი კალათა უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი შედარებით იაფი გენერაციის წყაროებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner