logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს
- +

12 აპრილი. 2019. 15:57

 

 

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროს 28-ე ღუმელიდან გუშინ 12:15 საათზე კაზმი ამოიფრქვა, რასაც ძლიერი აალება და კვამლის გავრცელება მოჰყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნულთან დაკავშირებით „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს:

 

„ქარხნის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, დროულად მოხერხდა ღუმელის გათიშვა და ვითარების შემდგომი გართულების თავიდან აცილება.

 

მაღალმა ტემპერატურამ ღუმელის გაგრილების და  გაზგამწმენდი სისტემები დააზიანა. ამჟამად მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ღუმელის მუშაობა აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდგომ განახლდება.

 

აღსანიშნავია, რომ მეტალურგიულ წარმოებაში ღუმელიდან კაზმის ამოფრქვევა გავრცელებული მოვლენაა. ქარხანაში ამჟამად მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლა და შემდგომი პრევენციის ზომების გატარება მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner