logo_geo
eng_logo
ელისო ჩაფიძე: თანაგუნდელებს 2 თვის განმავლობაში ვთხოვდი მეშახტეებს შეხვედროდნენ...
- +

25 თებერვალი. 2016. 23:42


GIG ჯგუფი ტყიბულში მონოპოლისტი კომპანიაა და მთელი ქალაქი მასზეა დამოკიდებული. მათ ქალაქის წინაშე მნიშვნელოვანი სოციალური ვალდებულებები აქვთ, რაც მხოლოდ კონცერტების ჩატარებაში არ გამოიხატება. ეს ვალდებულებები დასაქმების ღირსეული პირობების შექმნას და ადამიანებთან ღირსეულ დამოკიდებულებებს ითვალისწინებს."- განაცხადა ტყიბულის მაჟორიტარმა  დეპუტატმა გადაცემაში 2030 ტყიბულში მეშახტეების გაფიცვასთან დაკავშირებით საუბრისას.


ჩაფიძის თქმით, იგი დიდი ხანია თანაგუნდელებს მოუწოდებს, რომ ტყიბულში მასთან ერთად ჩავიდნენ და მეშახტეების პრობლემებს გაეცნონ.



„პრემიერისა და ჯანდაცვის მინისტრის ჩართულობა იმედს მაძლევს. მე მშვიდად ვარ, რადგან მთავრობამ მაქსიმალური ნაბიჯები გადადგა, რომ მეშახტეებისა და ამ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესები არ დაზარალდეს, შეუნარჩუნდეთ ის შეღავათები, რითაც 2016 წლამდე სარგებლობდნენ. სამმხრივი კომისიისთვის და შრომის კოდექსისთვის ეს მნიშვნელოვანი გამოცდაა და მედიაციის ინსტიტუტი როგორ იმუშავებს, ძალიან მნიშვნელოვანია.

თანაგუნდელებს პარლამენტის ტრიბუნიდან ვთხოვე ტყიბულში წამობრძანებულიყვნენ და მეშახტეებს შეხვედროდნენ. ამ საკითხებზე 2 თვის განმავლობაში ვსაუბრობდი. მოთმინების ფიალა მაშინ ამომეწურა, როცა გაფიცვის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგაც კი, მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. მათ ხშირად ვწერდი, მაგრამ წერილი ისევ უპასუხოდ რომ არ დარჩენილიყო, ამჯერად, ღია წერილის ფორმა მივეცი. ბატონ გია ჟორჟოლიანს, როგორც ჩემი ფრაქციის თავმჯდომარეს, მხარდაჭერისთვის მივმართე." - აღნიშნავს ელისო ჩაფიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner