ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე შოლინა კანკია და კომისიის წევრები თორსის, ხეთის, პირველი მაისის და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, ადგილზე გაეცნენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს.
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს. აღნიშნული პროგრამის შესაბამისად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სახლები საჭიროებს გადახურვას ან სახურავის შეკეთებას, მერია სამშენებლო მასალებით დაეხმარება.