logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
- +

12 აპრილი. 2019. 17:27

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებას ულოცავს.

 

„მოუთმენლად ველოდები ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას, რათა გაძლიერდეს ჩვენი 26-საუკუნოვანი მეგობრობა და ძმობა, გაფართოვდეს თანამშრომლობა იმ სფეროებში, სადაც ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელია“, - წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ Twitter-ში.

 

ისრაელის საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ახალი მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში 36 მანდატის მოპოვება შეძლო, რაც ერთით აღემატება ოპოზიციურ ბლოკ „კახოლ-ლავანის“ შედეგებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner