logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი ღია წერილს 30 მაისს გამოაქვეყნებს
- +

28 მაისი. 2016. 21:05



საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წერილს, რომელშიც „ქართული ოცნების" გასული 4-წლიანი საქმიანობის შეჯამებას და სამომავლო გეგმებზე საუბარს გეგმავს, 30 მაისს გამოაქვეყნებს.



ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი. ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.



ექს-პრემიერმა საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.



გილოცავთ. ბედნიერება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას. თავისუფლების აღდგენა მეტი აღარ დაგვჭირვებოდეს და ჩვენს მომავალ თაობებს ბედნიერ საქართველოში ეცხოვროს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner