საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წერილს, რომელშიც „ქართული ოცნების" გასული 4-წლიანი საქმიანობის შეჯამებას და სამომავლო გეგმებზე საუბარს გეგმავს, 30 მაისს გამოაქვეყნებს.
„ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი. ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
ექს-პრემიერმა საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„გილოცავთ. ბედნიერება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას. თავისუფლების აღდგენა მეტი აღარ დაგვჭირვებოდეს და ჩვენს მომავალ თაობებს ბედნიერ საქართველოში ეცხოვროს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.