logo_geo
eng_logo
ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი: დღევანდელი საღამო არ გამოვიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი
- +

12 აპრილი. 2019. 18:11

 

 

„ტერენტი გრანელი პოეტიც არის და პროზაიკოსიც, მაგრამ მე მინდა, ტერენტი გრანელს და საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში, რომ დღევანდელი საღამო არ გამოგვივიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი“, - ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც საკრებულო ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხს განიხილავდა, ხმაურის და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, როინ ზოიძის შეკითხვა გახდა, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი პატარიძეს მას შემდეგ დაუსვა, რაც განათლების კომისიის თავმჯდომარემ მოხსენებისას ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია. ენმ-ს წევრმა პატარიძეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი.

 

ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა ენმ-ს წევრი როინ ზოიძე. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner