logo_geo
eng_logo
პროკურორი: ხათუნა გოგორიშვილსა და გოკა გაბაშვილს მცდელობა ჰქონდათ, გიგი უგულავასთვის პასუხისმგებლობა აეცილებინათ
- +

12 აპრილი. 2019. 18:42

 

 

„ხათუნა გოგორიშვილსა და გოკა გაბაშვილს მცდელობა ჰქონდათ, გარკვეული ფორმით, გიგი უგულავასთვის პასუხისმგებლობა აეცილებინათ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებული გიგი უგულავას საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ სასამართლოში განუცხადა.

 

როგორც პროკურორი განმარტავს, სასამართლოში დღეს დაკითხულმა მოწმეებმა პოლიტიკური განმარტებები გააკეთეს.

 

„სასამართლოს წინაშე, დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხნენ, ხათუნა გოგორიშვილი და გიორგი გაბაშვილი. აღნიშნული პირების მიერ სასამართლოში მიცემულ განმარტებებში ჭარბობდა პოლიტიკური შემადგენელი. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა საკითხზე მოწმეებმა თავი აარიდეს პასუხის გაცემას. მათ ჰქონდათ მცდელობა, გარკვეული ფორმით პასუხისმგებლობა აერიდებინათ გიორგი უგულავასთვის. თუმცა, საზოგადოებას შევახსენებ, რომ აღნიშნული ფაქტი ასახულია ვიდეოფირებზე, სადაც კარგად ჩანს, გიორგი უგულავა ჯგუფურად როგორ მოქმედებს, ასევე ჩანს მის მიერ იძულების განხორციელების ფაქტი“, - აცხადებს მიხეილ სადრაძემ.

 

საქმე შეეხება 2014 წლის 5 ივნისს, მარნეულში მომხდარ ინციდენტს, სადაც უგულავას იძულებასა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან.

 

ცნობისთვის, 2014 წელს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მარნეულში კენჭს ახმედ იმამკულიევი იყრიდა. მისი კანდიდატურის საარჩევნო სიიდან მოხსნის გასაპროტესტებლად მარნეულში ოპოზიციის ლიდერები ჩავიდნენ, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. სწორედ აღნიშნულ აქციაზე ედავებიან გიგი უგულავას იძულებას და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner