logo_geo
eng_logo
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უსაფრთხოების საკითხებში კატარის სახელმწიფოს ემირის მრჩეველს შეხვდა
- +

12 აპრილი. 2019. 19:26

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, უსაფრთხოების საკითხებში კატარის სახელმწიფოს ემირის მრჩეველს, მოჰამედ ბინ აჰმედ ბინ აბდულლაჰ ალ-მასნადს შეხვდა. მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

 

საუბარი შეეხო  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩი მუბარაკ ბინ ნასერ ალ-ხალიფა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner