logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: გირგვლიანის საქმეზე 2012 წლამდე ჩვენ ვიცოდით ყველაფერი, მაგრამ არავინ იცოდა მურუსიძის გვარი
- +

12 აპრილი. 2019. 19:33

 

 

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სანდრო გირგვლიანის საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს თემა ხელისუფლებაზე შტურმის მისატანად შეირჩა.

 

„ის, რომ ეს შერჩეულია ხელისუფლებაზე შტურმის მისატანად, ამას ისიც ცხადყოფს, როგორ და რანაირად მიმდინარეობდა გირგვლიანის საქმის განხილვა და სად იყო მართალი და სად იყო შემცდარი მისი ოჯახის ადვოკატი, დაზარალებულის ადვოკატი. ერთ დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება: მურუსიძის გვარი ყველამ ზეპირად ვიცით, არ არის ადამიანი, რომელმაც მურუსიძის გვარი არ იცის, გირგვლიანის საქმესთან კავშირში, მაგრამ, ვიცით თუ არა სხვა მოსამართლეების გვარები. ზოგადად, გირგვლიანის საქმე იყო საქართველოში დრეიფუსის დონის საქმე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner