logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: რომ არა თეა წულუკიანი, სტრასბურგის სასამართლო გირგვლიანის საქმეს წარმოებაში არ მიიღებდა
- +

12 აპრილი. 2019. 21:37

 

 

„რომ არა თეა წულუკიანი, სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეს წარმოებაში არ მიიღებდა. სწორედ ამიტომ აქვთ წულუკიანის მიმართ აგრესია ამ დანაშაულებრივ, ერთი ოჯახის წინააღმდეგ შეთქმულ ბანდას, ამიტომ ვერ იტანენ“, - ეს განცხადება ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

 

„ის რომ არაეფექტურობის ნაწილში გაიზიარეს და ეს თეას ძალიან დიდი ძალისხმევით მიიღეს წარმოებაში, იცით რით დააკომპენსირეს? სტრასბუგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მხოლოდ სიცოცხლის უფლების დარღვევა ცნეს და არ ცნეს სამართლიანი სასამართლოს დარღვევის უფლება. როგორ? საქართველოში სამართლიანი სასამართლოს პირობებში მიმდინარეობდა სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა, როდესაც 9 დღეში მორჩა პროცესი და ტელეფონებს ერთმანეთს აწვდიდნენ პროკურორები? მე თქვენ დაგიტოვებთ იმ კენჭისყრის შედეგებს, რომელიც არის გირგვლიანის შესწორებებზე, ოღონდ არა იმ შესწორებებზე, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ მიიღო იმისთვის, რომ დაზღვეული იყოს საზოგადოება ასეთი ტიპის დანაშაულისგან, იმ გირგვლიანის წინააღმდეგ შესწორებებს, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, პატიმრობის კანონი, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, როგორ შეაწყალებინეს პრეზიდენტს სამხედრო მოსამსახურეები. წავიკითხავ მათ გვარებს, ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ხათუნა გოგორიშვილი, დავით კირკიტაძე, პავლე კუბლაშვილი, მეგი გოცირიძე“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner