logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ეს მოლოდინი აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკურია
- +

12 აპრილი. 2019. 21:51

 

 

„ორშაბათს ჩვენ გვექნება კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა, რის შემდეგადაც, სავარაუდოდ, პროექტი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პოზიცია 19 აპრილამდე გახდება ცნობილი:

 

„რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე გატანას, ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვქონდა ვენეციის კომისიასთან და გვაქვს მათგან პირობა და შესაბამისი მოლოდინი, რომ მათი პოზიცია 19 აპრილამდე იქნება ცნობილი. ეს ნიშნავს, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით სხდომაზე განხილვამდე გავეცნობით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ამის გათვალისწინებით მოხდება მისი მეორე მოსმენით მიღება. კომისიის წევრების დაპირების შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკურია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner