logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ლაშა თორდიას საქმე ბოლომდე არის მისაყვანი, ჩვენ დავინტერესდებით ამით
- +

13 აპრილი. 2019. 00:36

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი აუდიტორის ლაშა თორდიას საქმის გამოძიება ბოლომდეა მოსაყვანი. ამის შესახებ კობახიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცადა.

 

„რაც შეეხება თორდიას საქმეს, ამაზე განცხადება გავაკეთე, რომ არის ბოლომდე მისაყვანი ამ საქმის განხილვა ყველა სამართალდამცველი ინსტანციის მხრიდან და ეს არის გასაკეთებელი. ჩვენ დავინტერესდებით ამით“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის 2017 წლის 12 მაისს მოხდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner