logo_geo
eng_logo
პოლიციამ ძალადობის და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

13 აპრილი. 2019. 10:58

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის და მუქარის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული რ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს თბილისში, ვარდების ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 1984 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. დ.ნ.-ს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

გამოძიება ძალადობის და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner