ჟურნალისტი ირაკლი შონია „facebook"-გვერდზე წერს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, თითქოს ნიკა მელია ავთო ჯორბენაძეს ხელჯოხს ურტყამს, არის ფოტოშოპი.
„ყველამ კარგად იცის, რომ არასოდეს ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის" მომხრე, მაგრამ არასოდეს მოვიწონებ რაიმე ფაქტის გაყალბებას. სოციალურ ქსელში ეს დღეები ვრცელდება ფოტო, სადაც თითქოსდა ნიკა მელია ხელკეტს ურტყამს ავთო ჯორბენაძეს, ეს ფოტოშოპია და მე არ ვიცი, ვის რაში სჭირდება ამგვარი მეთოდებით ადამიანის დისკრედიტაცია. რეალურად ამ ფოტოზე ჯორბენაძეს ერთ-ერთი ნიღბოსანი სპეცრაზმელი ურტყამს და არა მელია... არ გინდათ ასეთი სიყალბით ცხოვრება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა!" - წერს შონია.