დღეს უკრაინის პროკურატურამ ოდესის გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულ „უკრაინის განვითარების ფონდში" ჩხრეკა ჩაატარა და სააკაშვილის გუნდის ერთერთი წევრს, უკრაინაში საქართველოს ყოფილ კონსულს თემურ ნიშნიანიძეს ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობისათვის ბრალი წაუყენა.
ჩხრეკის შედეგად პროკურატურის თანამშრომლებმა ნიშნიანიძის სახლიდან და „ოდესის განვითარების ფონდიდან" უკანონო ფინანსური ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტები და 20 მილიონი გრივნა ამოიღეს.
აღნიშნულ ფაქტს სააკშვილმა პოლიტიკური დაკვეთა უწოდა.
უკრაინის მთავრი პროკურორის იური ლიცენკოს განცხადებით, ფონდის საქმიანობის შესწავლა უკრაინის რადას დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.