logo_geo
eng_logo
კვიპროსის პრეზიდენტი 16 აპრილს საქართველოს ეწვევა
- +

13 აპრილი. 2019. 15:12

 

კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი საქართველოს 16 აპრილს ეწვევა. ვიზიტი 18 აპრილამდე გასტანს. ამის შესახებ კვიპროსის მთავრობის პრესსპიკერმა პროდრომოს პროდრომუსმა განაცხადა. მისი თქმით, ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს და კვიპროსის პრეზიდენტი საქართველოს პირველად ეწვევა. ინფორმაციას კვიპროსის ახალი ამბების სააგენტო ავრცელებს.

 

ნიქოზიაში აცხადებენ, რომ ვიზიტის მიმდინარეობისას საუბარი შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ინვესტიციებისა და ვაჭრობის საკითხებს. ასევე, განიხილება ევროკავშირთან საქართველოს კავშირების გაძლიერების თემა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner