logo_geo
eng_logo
ანდერს ფოგ რასმუსენი: 2008 წელს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმა რომ მიგვეცა, რუსეთი საქართველოს თავს არ დაესხმებოდა
- +

13 აპრილი. 2019. 15:53

 

„2008 წელს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) რომ მიგვეცა, რუსეთი საქართველოს თავს არ დაესხმებოდა“, - ეს განცხადება NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა „პირველ არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

 

მისი თქმით, ბუქარესტის სამიტზე NATO-მ შეცდომა დაუშვა.

 

„ეს იყო შეცდომა. მხარს ვუჭერდი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემას, მაგრამ სამწუხაროდ, NATO-ს ელჩებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. ამით, ჩვენ სახიფათო გზავნილი გავაკეთეთ. ჩვენ ვაჩვენეთ პუტინსა და მედვედევს, რომ NATO სუსტია. შედეგად 2008 წელს ისინი თავს დაესხნენ საქართველოს და მოახდინეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ეს არ მოხდებოდა, თუ ჩვენ მკაფიო სიგნალს გავუგზავნიდით მოსკოვს და საქართველოსა და უკრაინას NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმას მივანიჭებდით. ეს ნამდვილად იყო შეცდომა“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან ინტერვიუს სრულ ვერსიას კვირას, 14 აპრილს, საქართველოს რადიოს ეთერში, გადაცემა „მსოფლიოს ამბებში“ მოისმენთ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner