logo_geo
eng_logo
ნინი ქარსელაძე: მმართველი გუნდის მხარდამჭერი ვარ და ეს არ შეიცვლება - „დაიცავი საქართველოსთან“ თანამშრომლობას გამოვრიცხავ
- +

13 აპრილი. 2019. 16:09

 

„დაიცავი საქართველოსთან“ თანამშრომლობას გამოვრიცხავ, მე მმართველი გუნდის მხარდამჭერი ვარ და ეს არ შეიცვლება, აქ მოვედი, რადგან მაინტერესებს, რას ემსახურება ეს შეკრება“, - ამის შესახებ მომღერალმა ნინი ქარსელაძემ „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე განაცხადა.

 

როგორც ნინი ქარსელაძემ აღნიშნა, დღეს საქართველო დგას სწორ გზაზე და ამ გზას არ გადაუხვევს.

 

„აქ მოსვლის მიზანი ემსახურება იმას, რომ მოვისმინო მათი პოზიციები. მაინტერესებს ყველაფერი, რასაც საუბრობენ, მოვისმინო უფრო ვრცლად, ვიდრე ტელევიზიების საშუალებით ვისმენდი. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის მიზანი. დარწმუნებული ვარ, ჩემი პოზიციები იქნება მყარი და ვრჩები „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერად. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, მივიდეს იქ, სადაც სურს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი პრობლემა და გამოწვევა, რომელიც  დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მხოლოდ მმართველ ძალას შეუძლია, რომ დაძლიოს. ჩვენი ქვეყანა დღეს დგას სწორ გზაზე და ამ გზას არ მინდა, რომ გადავუხვიოთ. მომავალში გამოვრიცხავ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, რადგან მე მმართველი გუნდის მხარდამჭერი ვარ და ეს არ შეიცვლება , ასე ვფიქრობ, დღევანდელი გადმოსახედიდან, ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ნინი ქარსელაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner