logo_geo
eng_logo
თურქეთის სასამართლომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა
- +

13 აპრილი. 2019. 16:13

 

თურქეთში სასამართლომ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მასთან ერთად სასამართლომ დანარჩენი ცხრა პირიც გაათავისუფლა. როგორც ცნობილია, ისინი საიმიგრაციო სამსახურის სამმართველოში გადაიყვანეს.

 

10 აპრილს იზმირში ანტიტერორისტულმა დანაყოფმა ოპერაცია ჩაატარა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჩატარებული რეიდის დროს 10 პირი დააკავეს. მათ შორის საქართველოს ერთი და სირიის ცხრა მოქალაქე იყვნენ. ისინი ჯერ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ კი სასამართლოს გადასცეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner