„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ მიმდინარეობს ძალიან უხეში ინტერპრეტაცია“, -ამის შესახებ ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ მიმდინარეობს ძალიან უხეში ინტერპრეტაცია იმ გამონათქვამებისა, რასა ინტერვიუში ჰქონდა ადგილი.
უკლებლივ ყველა ვიცნ ახორციელებს საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკურ შტურმს ცდილობს, საჯარო ველში დაარწმუნოს საზოგადოება რომ ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა საზოგადობას გირგვლიანის საქმეზე ახალი ნარატივი. რომლის ფარგლებშიც მურუსიძე არის გმირი.
„იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა-სიტყვით თქვა: ლევან მურუსიძე მოკლებული იყო შესაძლებლობას ქვედა ინსტანციის სასამართლოში ჩაებრუნებინა საქმე. რადგან ადვოკატმა შალვა შავგულიძემ არ დაწერა საკასაციო საჩივარი.
იმავდროულად განაცხადა, რომ არ აქვს ილუზია, რომ ეს ფორმალური შესაძლებლობა მურუსიძეს რომ ჰქონოდა ის ამ შესაძლებლობას გამოიყენებდა, ვინაიდან მთელი სისტემა გაკონტროლებული იყო ერთი კაცის, ერთი დიქტატორის მიერ. ამ საქმეზე იყო პოლიტიკური შეთანხმება პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში და რა საკვირველია მურუსიძე, როგორც ერთი მოსამართლე ამ სისტემისა ალბათ, სავარაუდოდ ვერ მიიღებდა ვერანაირად იმ გადაწყვეტილება, რომელსაც მისგან ელოდნენ. სად არის გმირად შერაცხვის მცდელობა?!
ის რომ ბიძინა ივანიშვილმა გმირად შერაცხა ლევან მურუსიძე, ჩემი აზრით ეს არის ძალიან დიდი უსინდისობა, სიცრუე და ცილისწამება“, - აცხადებს ნაცვლიშვილი.