logo_geo
eng_logo
ნინი ქარსელაძე: ვრჩები ჩემ პოზიციაზე, ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი
- +

13 აპრილი. 2019. 22:51

 

დაიცავი საქართველოს შეკრება მომღერალმა ნინი ქარსელაძემ დაწყების შემდეგ მალევე დატოვა. მომღერლის თქმით, მან შეკრების ორგანიზატორების მთავარი მიზნები მოისმინა, რასაც არ იზიარებს.

 

ნინი ქარსელაძე ამბობს, რომ დაიცავი საქართველოს შეხედულებებს არ იზიარებს. დაიცავი საქართველოს ორგანიზატორებმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ოპონირებას გაუწევენ.

 

„მინდოდა როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, ქართველს, თბილისელს მოესმინა ამ ადამიანების პოზიციები. შესაბამისად, მოვისმინე უკვე და ვრჩები ჩემს პოზიციაზე - ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის“, - განაცხადა ქარსელაძემ.

 

შეხვერის დაწყებამდე ნინი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ ის ქართული ოცნების და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მხარდამჭერია. თუმცა, სურდა გაეგო, რა მიზნით აღარ უჭერენ დღევანდელ ხელისუფლებას მხარს შეკრების მონაწილეები და სწორედ ამის გამო მივიდა ფილარმონიაში.

 

მოძრაობის ლიდერის, დავით მაღრაძის, თქმით, მთავარი მიზანია, რომ ხელისუფლების შეცვლის შედეგ მართვის სადავეები წინა ხელისუფლების ხელში არ გადავიდეს.

 

დღევანდელ შეკრებას ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატებიც დაესწრნენ, თუმცა, მათი უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ შეხვედრაზე გახმოვანებული მესიჯების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეუერთდებიან თუ არა ამ მოძრაობას.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner