logo_geo
eng_logo
ლალი ბარძიმაშვილი: „უცხოელთა წაბაძვით ვლამობთ ფონის გასვლას“...
- +

27 მაისი. 2016. 11:33



ილიას, ვაჟას, რუსთაველის ენაზე ესაუბრეთ ქართველ ხალხს..." - წერს ჟურნალისტი, სამეფო კლუბის დამსახურებული წევრი ლალი ბარძიმაშვილი „facebook"-გვერდზე.



საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიულ რესპუბლიკას" (თინა ხიდაშელი). თავისუფლებაზე მეტი დემოკრატიაზეა აქცენტი. მიხეილ ჯავახიშვილი მომაგონდა, ჯაყოს ხიზნები" -ქართველი ხალხი დემოკრატია თუ არისტოკრატი? (და პასუხი) - ვისაც ვუცვნივართ, არისტოკრატებში ჩავურიცხივართ. -(ისევ პასუხი) - გიშველა ღმერთმა! მაშ, ცხადია, რომ ქართველი ხალხი საშინელ ძალას ატანს და ამახინჯებს თავის თავს. ერთი გამაგებინე, როგორ მოხდა ასეთი უცნაური სასწაული: ზნე-ჩვეულებით, სულითა და სისხლით არისტოკრატმა ქართველმა როგორ მოახერხა დამყარება უდემოკრატიულეს რესპუბლიკისა? შუა აზიაში მეორე შვეიცარიის შექმნა განვიზრახეთ... იგი ცხადად ამტკიცებს ფლიდურს, ორპირსა და ორგულ ბუნებას. ეს იყო ყირამალა დგომა და საკუთარი ქერქიდან ამოხტომა, ჩვე ჩვენ თავსაც ვატყუებდით და ქვეყანასაც. საქართველოს ეს მაიმუნობა დაჰღუპავს... უცხოელთა წაბაძვით ვლამობთ ფონის გასვლას და ლელოს გატანას"...

გაუმარჯოს არისტოკრატიულ საქართველოს! გაუმარჯოს ეროვნულ გმირებს, ვინც შექმნეს თავისუფლების მაგალითი!

პატიოსან საქართველოს ვულოცავ ამ დიდ თარიღს! თუ შინაგანად თავისუფლების მწვერვალზე არ ხარ ასული, ვერც გარეგნულად იზეიმებ", - წერს ბარძიმაშვილი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner