logo_geo
eng_logo
მთის ფაკულტეტის შესაქმნელად ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი დაიხარჯება
- +

14 აპრილი. 2019. 02:37

 

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ, მთავრობამ განკარგულება გამოსცა, სადაც ერთ-ერთი მუხლი ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტის შექმნას და დაფინანსებას ეხება.

 

edu.aris.ge-ის ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 150 000 ლარი უნდა გამოუყოს, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცემა. ამ თანხით უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტი და შესაბამისი სასწავლო პროგრამა უნდა მომზადდეს.

 

გარდა ამისა, მთავრობის განკარგულების თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უნდა გამოეყოს 550 000 ლარი სკოლა-პანსიონატების რეაბილიტაციისთვისაც.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსტეტში მთის ფაკულტეტის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში "სამთავრობო საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner