logo_geo
eng_logo
ილია მეორემ ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცესის გამარტივება სთხოვა
- +

27 მაისი. 2016. 11:39


 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მეორე დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის, საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივების ინიციატივით მიმართა.



უპირველეს ყოვლისა მე უნდა ვთქვა, რომ დიასპორა საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ეს უნდა გვახოვდეს ჩვენ მკვიდრთა საქართველოისა და დიასპორაში მყოფ ქართველ ხალხს. ამიტომ დიასპორის ყოველი წევრი უნდა იყოს მოქალაქე საქართველოსი. მე მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს, რომ გაადვილდეს ეს პროცესი მოქალაქეობის მიღებისა. მე მინდა დავლოცო დიასპორაში მყოფი ქართველი ხალხი. დიდ საქმეს აკეთებთ თქვენ, თქვენთვისაც და სამშობლოსთვის და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენ ღვაწლს, თქვენს შრომას. უცხოეთში შექმნილია არაერთი წრე, აშენებულია არაერთი ეკლესია-ტაძარი და ფაქტიურად უცხოეთში ტაძრები ქართველ ხალხს აერთიანებს. შექმნილია საკვირაო სკოლები და ეს ძალიან დიდ იმედს გვაძლევს ჩვენ ყველას, რომ ერთად ვიქნებით, მაგრამ ამავე დროს მე არ მემეტებით იმისთვის, რომ თქვენ იქ დარჩეთ. ჩვენ გელოდებით სამშობლოში თქვენი შვილებით, ოჯახით. ჩვენი სამშობლოს კარი მუდამ ღიაა თქვენთვის. ჩამოდით და უპატრონეთ ჩვენს სამშობლოს. მე მინდა გითხრათ დიასპორაში მყოფ ქართველებს, რომ ძალიან დიდი ინტერესია უცხოელი ბიზნესმენების, ჩამოდიან, ქმნიან ბიზნესს. ისე არ გამოვიდეს, რომ თქვენ რომ ჩამოხვალთ, ყველაფერი დაკავებული იყოს", - ბრძანა პატრიარქმა.



უწმინდესმა სრულიად საქართველო, უცხოეთში მყოფი ქართველები და საქართველოს მკვიდრნი კიდევ ერთხელ დალოცა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner