„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ვ.კ. და 2000 წელს დაბადებული გ. ჩ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ბრალდებულები თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის ერთ-ერთი აპარატიდან თანხის მოპარვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციამ ისინი ადგილზევე დააკავა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.