logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: მეშახტეთა შრომითი პირობები ნამდვილად მძიმეა...
- +

25 თებერვალი. 2016. 23:43


„მეშახტეთა შრომითი პირობები ნამდვილად მძიმეა,"- ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი მეშახტეთა სამუშაო პირობებს და აღნიშნავს, რომ სწორედ იმის გამო შეიმუშავა „ქართულმა ოცნებამ" შრომის კოდექსი, რომ  მუშათა უფლებები დაცული იყოს.



„მესმის, რომ ბიზნესს რაღაც ლოგიკა აქვს, მაგრამ მათი ლოგიკა ასეთ შრომის პირობებზე არ უნდა გადიოდეს. ყველა ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ სააკაშვილის ეპოქაში აღარ ვცხოვრობთ, როცა მუშები გროშების გადაგდებით ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ. სწორედ ამის საწინააღმდეგოდ მივიღეთ შრომის კოდექსი, შევქმენით შესაბამისი კანონმდებლობა, ინსტიტუტები და სამმხრივი კომისია, რომელსაც მედიაციის ფუნქცია აქვს. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რაზეც ინტენსიურად ვმუშაობთ." - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner