ამ წუთებში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში", საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის დახურული შეხვედრა მიმდინარეობს.
ხელისუფლების პირველ პირებს შორის შეხვედრა დიასპორის ფორუმზე, პრეზიდენტისა და პრემიერის სიტყვით გამოსვლების შემდეგ დაიწყო.