საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც რუსთაველის გამზირზე 26 მაისის ღონისძიების აღსანიშნავ ღონისძიებებზე იმყოფებოდა, მოქალაქემ მიმართა.
ქალბატონის განცხადებით, ის უსახლკაროდაა დარჩენილი. გიორგი კვირიკაშვილმა მოქალაქის პრობლემის შესახებ მოისმინა, მისი საკონტაქტო ინფორმაცია ჩაინიშნა და დახმარებას დაჰპირდა - არ ინერვიულოთ, მოგხედავთ, - უთხრა პრემიერმა ნინელი საყვარელიძეს.
„ნინელი საყვარელიძე - ქალბატონი, რომლის ტელეფონის ნომერი პრემიერმა ჩაიწერა და დაჰპირდა, რომ მიხედავს! დარწმუნებული ვარ, რომ მედიაც მიხედავს ამ ისტორიას, რომელიც, მგონია - ჰეფი ენდით დამთავრდება", - წერს კოკა ყანდიაშვილი.