გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, მდინარე მაინში II მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი იპოვეს. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერების გაუვნებელყოფის გამო ქალაქის ნაწილიდან 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ბომბი მყვინთავებმა მაშინ იპოვეს, როდესაც გეგმურ წვრთნებს ახორციელებდნენ. II მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი გასულ წელს ბერლინშიც იპოვეს. მაშინ 10 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.